პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. განსაკუთრებით დაზიანდა ავტო იმპორტი. თუ 2019 წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 732,810 მლნ აშშ დოლარი იყო, პანდემიის წელს (2020წ.) ეს მაჩვენებელი 45 %-ით შემცირდა და 404,117 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 33%-ით შემცირდა ავტომობილების იმპორტიც. ჩვენი ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევებით ავტო იმპორტიორთა 30%-მა ბაზარი დატოვა.
საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციამ პანდემიის პირობებში დარგის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა:
- ავტო იმპორტიორებისთვის საზღვრების გახსნისა და ჯარიმების ჩამოწერის მიზნით, პრემიერ მინისტრის სახელზე შეადგინა პეტიცია და ხელმოწერებით საქართველოს მთავრობას წარუდგინა.
- ავტო იმპორტიორთა ინტერესების დასაცავად აქტიური კომუნიკაცია და საკონსულტაციო შეხვედრები გამართა პრემიერ მინისტრის, ბიზნესომბუდსმენის აპარატთან, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების, ფინანსთა, ეკონომიკისა და მგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა სამინისტროების, შემოსავლებისა და შრომის ინსპექციის სამსახურების, მომსახურების სააგენტოს, სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან.
- კომუნიკაცია ასევე შედგა საქართველოში მყოფ იმ სახელმწიფოების დიპლომატიურ კორპუსთან, რომელთანაც საქართველო იმპორტითა და ექსპორტით მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობას ახორციელებს.
- ავტო იმპორტიორების მონაწილეობით გაიმართა ათეულობით საპროტესტო აქცია, როგორც ასოციაციის ორგანიზებით, ისე ეკონომიკის სხვა დარგების ასოციაციებთან ერთობლივი თანამშრომლობის პრინციპით.
- ჩატარდა ავტო იმპორტიორთა მხარდაჭერი კამპანია პრესასა და მედიაში.
- ჩატარდა სოციალური კვლევა, სადაც იდენტიფიცირებული იქნა საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის ბაზარზე მიმდინარე პრობლემები. შემუშავდა მოქმედების გეგმა, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაცია ეტაპობრივად ახორციელებს.
საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციაციის აქტიურობის შედეგად:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრიდან ავტო იმპორტიორებისათვის მეზობელ ქვეყნებთან (კოვიდ რეგულაციების წესების დაცვით) ინდივიდუალურად გახსნა სახელმწიფო საზღვრები.
- შემოსავლების სამსახურმა განიხილა 1000-მდე განცხადება 1000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერის შესახებ, რომელთა 80% დაკმაყოფილდა. ჯამში თანხა, რომელიც ავტო იმპორტიორებს ჩამოეწერათ 700-800 ათას ლარამდე შეადგინა.
- ავტო ბაზრობებს თავისუფალი სავაჭრო სივრცეები საბაჟო ტერმინალებთან გაერთიანების შესაძლებლობა მიეცათ. რაც გულისხმობს, რომ განუბაჟებელ ავტომობილს, რომელსაც ვადის გასვლის გამო უწევდა დასაწყობება და სხვა ტერმინალზე გადაყვანა, დარჩება თავის ადგილზე და ისე მოექცევა საბაჟო პროცედურებში. მსგავსი სივრცეების მოწყობა ბაზრობის ტერიტორიაზე დირექციისა და ავტო იმპორტიორების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე ინდივიდუალურად განხორციელდება.
- პანდემიის პირობებში რამოდენიმეჯერ გადავადდა 2020 წლის 1 მაისამდე ქვეყანაში შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვალდებულება. საერთო ჯამში შეღავათიანმა ვადამ 1 წელზე მეტი შეადგინა.
- მომსახურების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ბაზრობის ტერიტორიაზე დააბრუნეს ექსპერტთა ჯგუფები, რომელთა დახმარებითაც ხორციელდება რეექსპორტით გაყიდული ავტომობილების შეფასება. პანდემიის პირობებში ავტო იმპორტიორებს მსგავსი სერვისის მიღება მხოლოდ სააგენტოს სერვის ცენტრში შეეძლოთ. ბაზრობის ტერიტორიაზე ექსპერტების დაბრუნებით ხელი შეეწყო გაყიდული ავტომობილის გადაფორმებას. სწრაფი სერვისები კომფორტულია უცხოელი ავტო დილერებისთვის და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის დამატებითი სტიმულია.
- ახალი გასაღების მოძიების მიზნით საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციამ პრეზენტაცია მოამზადა საქართველოს საელჩოებისთვის იმ ქვეყნებში სადაც ჩვენგან რეექსპორტით მსუბუქი ავტომობილები გადის. აქტიური მუშაობა მიდის საქართველოში სავაჭროდ ახალი ავტო დილერების მოსაზიდად.
- საგადასახადო კოდექსში დაინიცირდა და შემუშავების სტადიაშია ორი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოში ავტო იმპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს.
Add a Comment