საქართველოს უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობაში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს პირველი ადგილი უკავია

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია უკრაინისადმი რეალურია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსალოდნელი ომის პირობებში უკრაინასთან საერთაშორისო ვაჭრობა მიწოდების არხების ჩაკეტვის გამო შეიზღუდება. ვინაიდან უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, საომარი კონფლიქტი ორივე ქვეყანას ეკონომიკურად დააზარალებს. საქსტატის მონაცემებით 2021 წელს უკრაინიდან საქართველოში იმპორტმა 451,621 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა – 307,309 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ტოპ ოცეული პროდუქციის, რომელიც საქართველოდან ექსპორტით უკრაინაში გადის ასე გამოიყურება:

NNკოდი HS4პროდუქციაათასი აშშ დოლარი
18703მსუბუქი ავტომობილები88 061,99
22208ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები43 432,74
33102სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი38 039,84
42201მინერალური და მტკნარი წყლები26 203
52204ყურძნის ნატურალური ღვინოები25 151,95
67404ნარჩენები და ჯართი სპილენძისა20 462,67
78471გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები15 330,22
88517სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით6 796,29
93901პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით6 398,86
107202ფეროშენადნობები4 934,57
113902პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით4 228,7
122202წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით3 922,7
137304მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან2 909,1
149021სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები2 685,57
150802თხილი და სხვა კაკალი2 576,54
160805ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი1 583,66
170810ნაყოფები სხვა, ახალი1 316,49
180910კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები1 168,36
194011რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი1 108,5
200809გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ახალი718,81

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ რადგან რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საფრთხე რეალურია. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში შესაძლოა დეფიციტი გაჩნდება ისეთ პროდუქტებზე, რომელიც უკრაინიდან შემოდის, ხოლო ქართველ მწარმოებლებს ახალი გასაღების ბაზრების ძიება მოუწიოთ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე დაიწყება თუ არა შეიარაღებული კონფლიქტი, ფრონტის ხაზი უკრაინის რომელ  რეგიონებს მოიცავს, რა ვადით გაგრძელდება სამხედრო კამპანია, მიწოდების არხები რამდენად გამართულად იმუშავებს და ა.შ.

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისთვის და მოძმე ერისთვის ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, მაგრამ ბრძოლას იგებს ის ვინც მას მომზადებული ხვდება!

სტატიაში გამოყენებული წყაროები:

http://geostat.ge

ავტორი

ალექსი ნონიაძე

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *