ასოციაციის მიზნებია:
– ავტო იმპორტიორთა ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დაცვა/ლობირება. მათი სამართლებრივი გარანტიებისა და საქმიანობის კორდინაციისთვის ხელისშეწყობა.
– ავტო იმპორტიორთა პრობლემატურ საკითხებზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება.
-. ავტო იმპორტიორებს შორის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება, როგორც ფორმალურ და სამუშაო, ასევე არაფორმალურ გარემოში – ბიზნეს კავშირების განვითარების ფართო შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სფეროში მოღვაწე მეწარმეებთან.
– ავტო იმპორტიორთა ინტერესების დაცვის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის წარმოება და ფართო საზოგადოებისათვის პრობლემების გასაჯაროვება.
– დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და წარდგენა. საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა, შედარებითი ანალიზი და დანერგვა.
ასოციაცია თავისი მიზნების მისაღწევად თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების სამთავრობო, არასამთავრობო, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლებთან, მათთან ერთობლივად ახორციელებს პროექტს, ხელს უწყობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.
თავისი მიზნების მისაღწევად, ასოციაცია ეწევა კვლევით, ანალიტიკურ, საკონსულტაციო, სასწავლო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობას, აწყობს სემინარებს და კონფერენციებს; ახორციელებს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან და სხვა აქტივობებს, რომლებიც მისი მიზნების შესრულებას ემსახურება.