უკრაინელი ხალხი დღეს საკუთარ დამოუკიდებლობას იცავს უთანასწორო ბრძოლაში. ჩვენი ყველას მოვალეობაა რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ. საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაცია უერთდება საერთო მოძრაობას დაეხმაროს უკრაინას ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში. ამ ეტაპზე საჭიროების ნუსხაში პრიორიტეტულია ბენზინის ელექტრო გენერატორების შეძენა. გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ ამ კეთილ საქმეში და თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩარიცხოთ თანხა ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე: GE71B77 4233 6120 1000 03ტელ.: […]
პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. განსაკუთრებით დაზიანდა ავტო იმპორტი. თუ 2019 წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 732,810 მლნ აშშ დოლარი იყო, პანდემიის წელს (2020წ.) ეს მაჩვენებელი 45 %-ით შემცირდა და 404,117 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 33%-ით შემცირდა ავტომობილების იმპორტიც. ჩვენი ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევებით ავტო იმპორტიორთა 30%-მა ბაზარი დატოვა. საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციამ პანდემიის პირობებში […]
(ავტო იმპორტის მაგალითზე) ხშირად გვესმის პრესით, ტელევიზიებით, ცალკეული პოლიტიკოსებისა თუ ექსპერტებისგან, საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, იმისათვის, რომ რეგიონში ეკონომიკური, პოლიტიკური, სატრანსპორტო, სავაჭრო, ფინანსური, კულტურული ხაბი გახდეს. მაგრამ მსჯელობა ამ საკითხზე სამწუხაროდ ღია ეთერებს და დისკურსიას არ ცდება. მაშინ, როცა აღნიშნული პრობლემის შესწავლა როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ისე ამ პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების […]
2021 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 355. 334 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 456.573 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 52.456 მლნ. აშშ დოლარით მეტია. მზარდია იმპორტიც – 898.76 მლნ. აშშ დოლარია, 2020 წელთან შედარებით 117.245 მლნ. აშშ დოლარით მზარდია. ცხრილი N1. […]
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია უკრაინისადმი რეალურია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსალოდნელი ომის პირობებში უკრაინასთან საერთაშორისო ვაჭრობა მიწოდების არხების ჩაკეტვის გამო შეიზღუდება. ვინაიდან უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, საომარი კონფლიქტი ორივე ქვეყანას ეკონომიკურად დააზარალებს. საქსტატის მონაცემებით 2021 წელს უკრაინიდან საქართველოში იმპორტმა 451,621 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა – 307,309 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ტოპ ოცეული პროდუქციის, […]